ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2010 წლის 7 სექტემბერი
დ. ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე
გ . ენდელაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება № 24 - ვებგვერდი, 30 .1 2.2011წ.
2. ძალადაკარგულია - ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის დადგენილება № 31 - ვებგვერდი, 05.08.2014წ.
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის მოხელეებისგან:
ა) სამსახურის უფროსი;
ბ) გამგებლის თანაშემწე;
გ) მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;
დ) უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;
ე) უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში;
ვ) სპეციალისტი კადრების საკითხებში;
ზ) სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
თ) სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;
ი) (ამოღებულია - 23 .12.2011, №24 );
კ) (ამოღებულია - 23 .12.2011, №24 );
ლ) შრომითი ხელშეკრულებებით აყვანილი თანამშრომლები.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.
3. სამსახურის უფროსის და სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
მუხლი 3. სამსახურის მოხელეთა ფუნქციები
1. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად, პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ახორციელებს საერთო კონტროლს და ზედამხედველობას სამსახურის მოხელეთა მხრიდან ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ თანამდებობრივ მოვალეობათა შესრულებაზე;
გ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;
დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. გამგებლის თანაშემწე უზრუნველყოფს:
ა) კონტროლის განხორციელებას მოხელეთა მხრიდან გამგებლის დავალებების ჯეროვან და დროულ შესრულებაზე;
ბ) კონტროლის განხორციელებას გამგეობის შინაგანაწესით დადგენილი წესით გამგეობის საჯარო მო სამსახურეთა სამუშაოზე გამოცხადება ზე , სამუშაო ადგილიდან გასვლა ზე და სამუშაოს დამთავრება ზე;
გ) გამგებელთან მოქალაქეთა ორგანიზებულ მიღებას;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
3. მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;
ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
ე) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4. უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას ;
ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის ;
დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას ;
ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად ;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას ;
ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
მ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
5. სპეციალისტი კადრების საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას ; სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით;
გ ) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას;
დ) კონტროლს გამგეობის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი ქონებრივი დეკლარაციების წარდგენაზე;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
6. სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;
ბ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას;
გ) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას;
დ) გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარებას, მის ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
ე) ჟურნალისტების აკრედიტაციას გამგეობაში;
ვ) გამგეობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას;
ზ) გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
თ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
7. სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) გამგეობის გამართულ კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან;
ე) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;
ვ) მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ზ) ოფიციალური დელეგაციების მიღების ორგანიზებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
თ) მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციას;
ი) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
8. (ამოღებულია - 23.12.2011, №24) .
ა) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობაზე, აღჭურვაზე, რემონტზე, კეთილმოწყობაზე, დაგვა-დალაგებაზე, კომუნალურ მომსახურებასა და დაცვაზე ზედამხედველობას,შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას;
გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას;
დ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების საოფისე მასალებით მომარაგებას;
ე) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ვ) მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
9. შრომითი ხელშეკრულებებით აყვანილი თანამშრომლები უზრუნველყოფენ:
ა) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას;
ბ) მათი შრომითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საქმიანობის საერთო კოორდინაცია-კონტროლს ახორციელებს სამსახურის უფროსი.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.