„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-03
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.115.016003
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 22

2010 წლის 3 სექტემბერი

დ.ლენტეხი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების (რეგლამენტის ) დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 23 ივლისის №13 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1.   დადგენილების სათაური  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ .

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება  (დანართი №1); “.  

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე   ვ. ქურასბედიანი

კრებსითი — სრული ვერსია