სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №136
2007 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების შესახებ
საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და კვალიფიციური ოფიცრებით დაკომპლექტების მიზნით:
1. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახურის გასავლელად შერჩეულ იქნენ:
ა) სტუდენტები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველზე აიღებენ ვალდებულებას საგანმანათლებლო პროგრამის (ბაკალავრიატი) დასრულების შემდეგ განსაზღვრული ვადით იმსახურონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;
ბ) (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის №148 ბრძანებულება - სსმ III, №38, 27.03.2009 წ., მუხ.428
2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების შერჩევისას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია:
ა) ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები;
ბ) ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნულ პირებს, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სწავლის პერიოდში დაუნიშნოს სახელმწიფო სტიპენდია და, აგრეთვე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურებითა და ჯანმრთელობის სამედიცინო დაზღვევით.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 აპრილის №186 ბრძანებულება - სსმ III, №47, 16.04.2009 წ., მუხ.516
გ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით პროფესიული გადამზადება და სწავლის პერიოდში სამხედრო შეკრებების გავლა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაადგინოს სხვა პრივილეგიები და შეღავათები.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის №148 ბრძანებულება - სსმ III, №38, 27.03.2009 წ., მუხ.428
3. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის №148 ბრძანებულება - სსმ III, №38, 27.03.2009 წ., მუხ.428
4. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის №148 ბრძანებულება - სსმ III, №38, 27.03.2009 წ., მუხ.428
2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 13 აპრილის №186 ბრძანებულება - სსმ III, №47, 16.04.2009 წ., მუხ.516