„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-22
სარეგისტრაციო კოდი
010250030.35.149.016009
„კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 აგვისტოს №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №19

2010 წლის 9 სექტემბერი

ქ. კასპი

,,კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 აგვისტოს № 4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 აგვისტოს №4 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ-კონსულტან ტებს.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე    დ. მესროფაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია