კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის,ძეგლთა დაცვის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
13
მიმღები ორგანო
კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2010-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-10-15
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.149.016003
კასპის მუნიციპალიტეტის კულტურის,ძეგლთა დაცვის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

 დადგენილება №13

2010 წლის 9 სექტემბერი

ქ. კასპი

კასპის მუნიციპალიტეტის   გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №24 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1294

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №24 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1294

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 15 თებერვლის №14 დადგენილება .

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე დ . მესროფაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №24 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1294

დანართი № 1

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №24 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1294

    მუხლი 1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

1. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. ( ამოღებულია - 15.10.10, №24).

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის დადგენილება №24 - სსმ V, №44, 28.10.2010 წ., მუხ.1294

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;

დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;

ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

 

კრებსითი — სრული ვერსია