„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2010-09-09
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-17
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.160.016003
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ს

დადგენილება №19

  2010 წლის 9 სექტემბერი

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44 -ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად ,

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე -3 მუხლის მე -9 პუნქტის „გ1“ პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე -3 მუხლის მე -11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„დ. მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა.“ .

3. მე -3 მუხლის მე -12 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„12. თვითმმართველი ერთეულის საკუთარ ი და საკრებულოს განსაკუთრებულ ი უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით საკრებულოს შეუძლია შექმნას საკონსულტაციო, სათათბირო და მონიტორინგის ჯგუფები, რომლის შემადგენლობაშიც , გარდა საკრებულოს წევრებისა და თვითმმართველობის მოხელეებისა, შესაძლებელია ჩართული იყვნენ რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები.“ .

4. მე -17 მუხლის მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი:

„ქ1. გასცემს მშენებლობის ნებართვას და შენობა -ნაგებობის ვარგისიანად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) აქტს, მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

აღნიშნული დასკვნა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის განუყოფელ ნაწილს.“ .

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                   კ . ბარათაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია