„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
702
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2006-11-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-05
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №702

2006 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს შექმნის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პი­რი – საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის საა­გენტო (შემდეგში – სააგენტო).

2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა უზრუნველყოს სააგენტოს:

ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;

გ) (ამოღებულია – 05.10.2012, №924).

საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის  5 ოქტომბრის ბრძანებულება №924 - ვებგვერდი, 05.10.2012წ.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექ­სიშვილი) განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სააგენტოს დაფინანსების მიზნით.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1 . საქართველოს პრეზიდენტის 201 2 წლის  5 ოქტომბრის ბრძანებულება №924 - ვებგვერდი, 05.10.2012წ.

კრებსითი — სრული ვერსია