საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №576
2006 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №754 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 19 სექტემბრის №754 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №111, მუხ. 1220) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაურიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სახელობის“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სახელობის“ და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი.“;
გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლი.“.
მ. სააკაშვილი