საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №374
2006 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
„სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 აპრილის №205 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 აპრილის №205 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №40, მუხ. 427) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო შეკრებათა ჩატარებისა და გავლის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს (საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან ერთობლივი წვრთნებისას) შეკრების გავლის პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახსრებიდან ეძლევათ ხელფასის სახით – წოდებრივი სარგო და დანამატი, არა უმეტეს 102 ლარისა.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივნისიდან.
მ. სააკაშვილი