სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1016
2005 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ
1. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ¨ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად:
ა) უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდნენ: საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში-ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე და ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორი;
ბ) უფროსი დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №368 ბრძანებულება - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1082
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ზოგიერთი კატეგორიის თანამშრომელთა დიპლომატიური თანამდებობის პირებთან გათანაბრების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის №368 ბრძანებულება - სსმ III, №82, 20.06.2006 წ., მუხ.1082