,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №9 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
115
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2005-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2005-03-02
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №9 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე”

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №115

2005 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №9 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 10 იანვრის №9 ბრძანებულებას (სსმ III, 2002 წ., №4, მუხლი 31) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა, მდებარე ქ. თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქ. №60-ში.“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემა.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია