საქართველოს კანონი
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ბ.დ“ ქვეპუნქტი:
„ბ.ბ.დ) ლეიტენანტის სამხედრო წოდების მისანიჭებელი კურსი, რომლის გავლის საკითხები რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, და აქვს სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება.“.
2. 46-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 13 ივლისი.
№3394–რს