„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
3113
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2010-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2010-07-05
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.05.001.004.058
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის   (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 116

ცოცხალი დონორის ორგანოს გამოყენება სხვა ადამიანის სამკურნალოდ ან/და გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი დონორი არის:

ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი;

ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;

გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, და, ძმა, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                       მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 18 ივნისი.

№3113–Iს

კრებსითი — სრული ვერსია