საქართველოს კანონი
„მშენებლობის ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მშენებლობის ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 09.07.2004, მუხ. 70) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფისათვის საჭირო სპეციალური შენობა-ნაგებობა (სამრეწველო, სამეცნიერო-საკონსტრუქტორო, სამხედრო, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების, საბაჟო, სასაზღვრო დანიშნულების და სხვა) შესაბამისი უწყების მოთხოვნის საფუძველზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 9 მარტი.
№2707–Iს