საქართველოს კანონი
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 2000 წელი, მუხ. 49) X თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი X.
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის უფლებები
მუხლი 45
1. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირისათვის ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით.
2. პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისთანავე პირს უფლება აქვს, მოითხოვოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევა, დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და საჭიროებისას – სამედიცინო მომსახურება.
მუხლი 46
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირი სარგებლობს ამ კანონით გათვალისწინებული ყველა უფლებით.(ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
მუხლი 47
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციას შეუძლია შეზღუდოს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის უფლება – აირჩიოს სამედიცინო მომსახურების გამწევი. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.(ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან)
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 9 მარტი.
№2703–Iს