საქართველოს კანონი
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 306) მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის პირველი მუხლის 89-ე ნაწილის „დ“, „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები, 98-ე ნაწილი და 103-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ ბრიუსელის 1983 წლის 14 ივნისის საერთაშორისო კონვენციის 2007 წლის ვერსიის შესაბამისად „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლისთანავე.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 24 სექტემბერი.
№2035–IIს