„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1885
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2009-10-22
გამოქვეყნების თარიღი
2009-11-09
სარეგისტრაციო კოდი
310.150.000.05.001.003.656
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5.     ადმინისტრაციის უფროსი გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 22 ოქტომბერი.

№1885–IIს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია