საქართველოს კანონი
„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 27.06.2005, მუხ. 188) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ნორმატიული აქტია თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 22 ოქტომბერი.
№1884–IIს