„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
32/2006
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2006-09-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-09-15
სარეგისტრაციო კოდი
010.250.000.15.008.009.230
„ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ"

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №32/2006

2006 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2006 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 29-ე მუხლის პირ­ველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომი­სია ადგენს:

მუხლი 1. (ძალადაკარგულია)

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 1 4 სექტემბრის დადგენილება №3 4 /2006 - სსმ III, №12 6 , 14 .09.2006 წ., მუხ.1 672

მუხლი 2. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი პარტიული/სარეზერვო სიის შემოწმების შედეგად, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას, პარტიული სიიდან ამოიღება ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი/სარეზერვო კანდიდატი, მის ადგილს დაიკავებს შესაბამის ადგი­ლობ­რივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საკრებულოს მაჟორიტარი ან სარეზერვო კანდიდატი რიგითობის მიხედვით და ა.შ. ანალოგიური წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარი და/ან სარეზერვო კანდიდატი კანონით დადგენილ ვადაში თავად განაცხადებს უარს არჩევნებში მონაწილეობაზე. 

მუხლი 3. (ძალადაკარგულია) 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2006 წლის 1 5 სექტემბრის დადგენილება №3 5 /2006 - სსმ III, №12 7 , 15 .09.2006 წ., მუხ.1 681

მუხლი 4. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1ა ) მისი გამოქვეყნებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე    გ. ჩალაგაშვილი

კომისიის მდივანი               გ. მჭედლიძე

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია