(ძალადაკარგულია - 23.06.2020, №89)
2010 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
„კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 აპრილის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 04.04.2017 წ.
1. დამტკიცდეს თანდართული „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. მერაბიშვილი
კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესი
აღნიშნული წესი განსაზღვრავს:
ა) კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებას;
ბ) კონტროლის განხორციელების საშუალებებსა და ფორმებს;
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და დაჯარიმების შესახებ ბრძანების ტიპიურ ფორმებს (დანართი №1 და დანართი №2).
გ 1 ) კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებისათვის დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს ( დანართი N3);
დ) პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
კერძო დაცვით საქმიანობაზე (შემდგომში – დაცვითი საქმიანობა) კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) მისი სტრუქტურული ერთეულის – ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) მეშვეობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 აპრილის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 04.04.2017 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.04.2020 წ.
1. სამართალდარღვევის გამოსწორებისთვის დადგენილ ვადაში დაუშვებელია იმავე სამართალდარღვევაზე ოქმის განმეორებით შედგენა. ოქმში დაფიქსირებული დარღვევის გამოსწორება არ ათავისუფლებს პირს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან.
2. ოქმი და მასზე თანდართული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად სამმართველოს იმ უფლებამოსილ პირს (შემდგომში – უფლებამოსილი პირი), რომლის კომპეტენციაშიც შედის დაჯარიმების შესახებ ბრძანების გამოცემა. ( მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 20 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)
3. უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევას და ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – დაჯარიმების შესახებ ბრძანებას (შემდგომში – ბრძანება), რომლითაც სამართალდამრღვე ვს დაეკისრება „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა (ჯარიმა).
4. „კერძო დაცითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორი ან ორზე მეტი მოთხოვნის დარღვევისას ოქმი და ბრძანება უნდა შედგეს/გამოიცეს თითოეული დარღვევისათვის ცალ-ცალკე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 აპრილის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 04.04.2017 წ.
1. იმ შემთხვევაში, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, უფლებამოსილმა პირმა გადაწყვეტილება ბრძანების გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ უნდა მიიღოს ოქმის შედგენიდან ერთი თვის ვადაში. ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილება (შემდგომში – გადაწყვეტილება) უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული, რაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა ეცნობოს იმ პირს, რომლის მიმართაც შედგა ოქმი.
2. ბრძანება/გადაწყვეტილება სამართალდამრღვევს ოფიციალურად გაეცნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
ბრძანების გასაჩივრების შემთხვევაში მისი აღსრულება შეჩერდება საჩივრის რეგისტრაციის მომენტიდან, საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ან გასაჩივრებულ ბრძანებასთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებამდე.
1. „კერძო დაცვითი საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ბრძანებით სამართალდამრღვევს განესაზღვრება ვადა დარღვევის გამოსწორებისათვის, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს.
2. დადგენილ ვადაში სამართალდარღვევის გამოუსწორებლობა, „კერძო დაცვითი საქმიანობის“ შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გამოიწვევს ჯარიმის ოდენობის გასამმაგებას. აღნიშნულთან დაკავშირებით წინამდებარე წესის თანახმად დგება ოქმი, რომლის საფუძველზეც გამოიცემა ბრძანება.
3. ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ნებაყოფილობით გადახდისგან თავის არიდების შემთხვევაში ჯარიმის აღსრულება განხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით.
უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დაჯარიმების შესახებ ბრძანება მიღებიდან/გამოცემიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში ინიციატორის (საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი) მიერ უნდა აისახოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) მონაცემთა ბაზაში სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. აღნიშნულ პროგრამაზე წვდომა განხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 13 იანვრის ბრძანება №21 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 3 აპრილის ბრძანება №172 - ვებგვერდი, 04.04.2017 წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.04.2020 წ.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000
1. ---------------------------------------- 2. -----------------------------------------------
ოქმის შედგენის თარიღი ოქმის შედგენის ადგილი
3. შემოწმების განხორციელების საფუძველია „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
4. -------------------------------------------------------------------------------------------------
დანაყოფის დასახელება
5. -------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა
6. -------------------------------------------------------------------------------------------------
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაცვითი ორგანიზაციის, ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელწოდება და იურიდიული მისამართი
7. -------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
დარღვევის გამოვლენის ადგილი
8. შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის სამართალდარღვევა ------------
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
---------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდარღვევის არსი
9. -------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
კანონის შესაბამისი მუხლი, პუნქტი და ქვეპუნქტი, რომლის მოთხოვნაც დაირღვა
10. ------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------
მტკიცებულებათა ჩამონათვალი
11. მოწმის სახელი, გვარი და მისამართი:
ა) -------------------------------------------------------------------------------------------------
ბ) -------------------------------------------------------------------------------------------------
გ) -------------------------------------------------------------------------------------------------
აღნიშნული გრაფა ივსება მოწმის არსებობის შემთხვევაში
12. -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სამართალდამრღვევის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა
13. ------------------------------------------------------------------------------------------------
ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა
დამამზადებელი:
დამკვეთი:
სფს-ის რეგისტრაციის №
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 6 აპრილის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 07.04.2020 წ.
დანართი N3
კერძო
დაცვითი
ორგანიზაციის
მცველის
სამსახურებრივი
ფორმის
ტანსაცმლის
ნიმუშებისათვის
დადგენილი
სავალდებულო
მოთხოვნები
კერძო დაცვითი ორგანიზაციის მცველის სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ნიმუშები წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნების დაცვით :
- უნდა იყოს დაყოფილი წელიწადის დროების მიხედვით პლანშეტების სახით ;
- უნდა მიეთითოს მცველის ფორმის ტანსაცმლის ფერი და სტილი ;
- თვალსაჩინო ადგილას კონტრასტული ფერით ფორმის ტანსაცმელზე დატანილი უნდა იყოს კერძო დაცვითი ორგანიზაციის ლოგო / ემბლემა ;
მითითებული უნდა იყოს კერძო დაცვითი ორგანიზაციის დასახელება ქართულ ან ინგლისურ ენაზე .