„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონის“ ლიკვიდაციის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
406/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2009-12-11
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-04
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.035.013.890
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონის“ ლიკვიდაციის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.013.890

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის    

ბრძანება №406/ნ

2009 წლის 11 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონის“ ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2010 წლის 1 მაისამდე ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონი“.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის 2010 წლის 4 მარტის   ბრძანება  № 62 /ნ-სსმ III, № 24 , 05.03.2010 წ; მუხ. 334

11. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი უძრავი ქონება უბრუნდება სახელმწიფოს, ხოლო მოძრავი ქონება გადაეცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის 2010 წლის 4 მარტის   ბრძანება  № 62 /ნ-სსმ III, № 24 , 05 . 03 .20 10 წ; მუხ. 334

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონის“ ლიკვიდაციასთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „ლამპიონის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 16 იანვრის №17/ნ ბრძანება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

ა. კვიტაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის 2010 წლის 4 მარტის   ბრძანება  №62/ნ-სსმ III, №24, 05.03.2010წ; მუხ.334

 

კრებსითი — სრული ვერსია