„სამშენებლო ნორმების და წესების – ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები (პნ 03.01-09) – დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1-1/2391
მიმღები ორგანო
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი
2009-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2009-10-29
სარეგისტრაციო კოდი
330.010.040.22.024.013.686
„სამშენებლო ნორმების და წესების – ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციები (პნ 03.01-09) – დამტკიცების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.040.22.024.013.686

 

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/2391

2009 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სამშენებლო ნორმების და წესების – „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტუქციები” (პნ 03.01-09) – დამტკიცების შესახებ

„სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „სამშენებლო ნორმები და წესები – „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტუქციები“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 16 მარტის №1–1/213 ბრძანების „ეროვნული სამშენებლო ნორმებისა და წესების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად მიენიჭოს სათანადო შიფრი – პნ 03.01–09.

2. ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება იმ ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის მიმართ, რომელთა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა დაწყებულია ზემოაღნიშნული ბრძანების ძალაში შესვლამდე.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

ზ. პოლოლიკაშვილი

 


კრებსითი — სრული ვერსია