სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.013.416
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №6/2009
2009 წლის 12 აგვისტო
ქ. თბილისი
საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 1299 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
ვადამდე შეუწყდეთ უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 27 სექტემბრის შუალედური არჩევნებისათვის №7 ჩუღურეთის, №12 გურჯაანისა და №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დანიშნულ საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს.
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე