სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.012.183
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №41/2008
2008 წლის 18 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №2 ვაკისა და №8 დიდუბის საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �თ� ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
��� მუხლი 1
დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.
მუხლი11.
�დამტკიცდეს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დაქირავებული დამხმარე და ტექნიკური პერსონალის შრომის ანაზღაურების ხარჯთაღრიცხვა დანართის შესაბამისად.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №44/2008� - სსმ III, №144, 01.10.2008 წ., მუხ.1445
��� მუხლი 2
ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხები ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონი �საქართველოს საარჩევნო კოდექსის� 34-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის თანახმად გახსნილ ანგარიშებზე ბანკებში.
��� მუხლი 3
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ოლქებისათვის გამოყოფილი თანხების ჩარიცხვა მათ მიმდინარე ანგარიშებზე უზრუნველყოს კენჭისყრამდე არა უგვიანეს 45 დღისა.
მუხლი 31.
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ამ დადგენილების დანართით განსაზღვრული ფულადი სახსრების განაწილება შესაძლებელია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსის� 35-ე მუხლის პირველი პუნქტის �დ� ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში�.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №49/2008 - სსმ III, №153, 20.10.2008 წ., მუხ.1516
��� მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა�მართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 1 კალენ�დარული დღის ვადაში.
��� მუხლი 5
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №44/2008� - სსმ III, №144, 01.10.2008 წ., მუხ.1445
2. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 17 ოქტომბრის დადგენილება №49/2008 - სსმ III, №153, 20.10.2008 წ., მუხ.1516
დანართი
საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა)
| № | ოლქის № | ოლქის�� დასახელება | გადაზიდვის ხარჯები | საოლქო ხარჯები | უბნის ხარჯები | უბნების რაოდენობა | სულ ოლქი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 1 | 2 | ვაკე | 1000 | 4500 | 250 | 72 | 23500 |
| 2 | 8 | დიდუბე | 1000 | 4500 | 250 | 57 | 19750 |
| 3 | სულ |
|
|
|
|
| 43250 |
დანართი
საოლქო კომისიების მიერ დაქირავებული დამხმარე და ტექნიკური პერსონალის სახელფასო ფონდი
| საარჩევნო ოლქი | რაოდენობა თითო ოლქში | თვიური სარგო | სულ 2 თვე და 20 დღე | |||||
| №2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია | 8 |
| 400 |
| 8534.40 | 0.00 | ||
| №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია | 8 |
| 400 |
| 8534.40 | 0.00 | ||
| სულ |
|
| 16 |
|
|
| 17068.80 |
|
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2008 წლის 30 სექტემბრის დადგენილება №44/2008� - სსმ III, №144, 01.10.2008 წ., მუხ.1445