,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
57
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-03-12
გამოქვეყნების თარიღი
2008-03-13
სარეგისტრაციო კოდი
280.070.040.10.003.001.001
,,შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №57

2008 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

„ შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 29 აგვისტოს №181 დადგენილებაში (სსმ III, 2007 წ., №124, მუხლი 1358) და დაემატოს შემდეგი რედაქციის ,,11“ მუხლი:

     „მუხლი 11

ეს დადგენილება ვრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა სახელმწიფო პენსიის დანიშვნის საფუძველია მხოლოდ კანონით განსაზღვრული საპენსიო ასაკის მიღწევა (კატეგორიის, სტატუსის ან სხვა დამატებითი საფუძვლის გარეშე).“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე

 

კრებსითი — სრული ვერსია