,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის №5 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2008-01-17
გამოქვეყნების თარიღი
2008-01-21
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.10.003.000.953
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის №5 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №9

2008 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

 ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის  №5 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წამლის სააგენტოს ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 იანვრის №5 დადგენილებაში (სსმ III, 2008 წელი) და დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

,,51. დადგენილების მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი განხორციელებისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           ვ. გურგენიძე

კრებსითი — სრული ვერსია