ცაგერის №91 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მრავალდარგოვან საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
670
მიმღები ორგანო
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
მიღების თარიღი
1995-10-18
გამოქვეყნების თარიღი
1995-10-31
სარეგისტრაციო კოდი
000000120.02(0).000.000054
ცაგერის №91 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მრავალდარგოვან საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის

მინისტრთა კაბინეტის

დადგენილება №670

1995 წლის 18 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ცაგერის №91 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის მრავალდარგოვან საშუალო სპეციალურ სასწავლებლად გარდაქმნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

მიღებული იქნეს ცაგერის რაიონის გამგეობის წინადადება, შეთანხმებული საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და  შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, და ცაგერის №91 პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი გარდაიქმნას მრავალდარგოვან საშუალო სპეციალურ სასწავლებლად მისთვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში.

 

 საქართველოს რესპუბლიკის

პრემიერ-მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                     ბ. გულუა

 

კრებსითი — სრული ვერსია