გარდაბნის რაიონში საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობების გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
748
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო
მიღების თარიღი
1990-12-14
გამოქვეყნების თარიღი
1990-12-31
სარეგისტრაციო კოდი
250020000.00(0).000.000119
გარდაბნის რაიონში საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობების გამოყოფის შესახებ

 

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი

დადგენილება № 748

1990 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

გარდაბნის რაიონში საკარმიდამო მიწის ფონდში ფართობების გამოყოფის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭო ადგენს:

დამტკიცდეს გარდაბნის რაიაღმასკომის 1989 წლის 30 ოქტომბრის № 330 გადაწყვეტილება და გამოეყოს საქართველოს რესპუბლიკის სახაგრომრეწვის დიდების დამხმარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მიწებიდან 6.5 ჰექტარი ფართობი ამავე დამხმარე საწარმოს საკარმიდამო მიწის ფონდში მუშა-მოსამსახურეთა დასაკმაყოფილებლად, აქედან: 4 ჰექტარი სახნავი  –  სოფლების კიკეთისა და  დიდების მოსახლეობისათვის, ხოლო 2,5 ჰექტარი საძოვარი  –  სოფელ ბეთანიის მოსახლეობისათვის.

დაევალოთ გარდაბნის რაიაღმასკომს, კოჯრის სადაბო საბჭოს აღმასკომსა და დიდების დამხმარე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დირექციას:

- გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს;

- მშენებლობის დაწყებამდე ჩაატარონ გამოყოფილ ფართობზე გავრცელებული გრუნტების სპეციალური საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა;

- მოქალაქეებს მიწის ნაკვეთები გამოუყონ მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესების ზუსტი დაცვით.

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს  თავმჯდომარე თ. სიგუა

საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს  საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე

კრებსითი — სრული ვერსია