„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
325
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1999-05-16
გამოქვეყნების თარიღი
1999-05-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №325

1999 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის  №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის  თაობაზე

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 8 სექტემბრის  №487 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში და მე-7 თავს დაემატოს შემდეგი რედაქციის წინადადება:

„საწარმოების ლიკვიდაციისა და აქტივების პრივატიზების დეპარტამენტი“.

2. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში საწარმოების ლიკვიდაციისა და აქტივების პრივატიზების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით სამინისტროს ცენტრალური აპარატის საბიუჯეტო დაფინანსებაზე არსებულ საშტატო რიცხოვნობას დაემატოს 4 (ოთხი) საშტატო ერთეული და მათი დაფინანსება მოხდეს საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

ე. შევარდნაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია