„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 მარტის №122 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
326
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
1999-05-23
გამოქვეყნების თარიღი
1999-05-23
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 მარტის №122 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №326

1999 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 მარტის №122 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 მარტის №122 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. III თავის 8-25 მუხლები, ნაცვლად არსებულისა, შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემაში შედის:

ა) ცენტრალური აპარატი:

– დეპარტამენტები: გენერალური სამდივნო; მინისტრის სამდივნო; ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის; აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების; I ევროპული; II ევროპული; რუსეთის; ევროკავშირთან ურთიერთობის; იუნესკოს საქმეთა და საერთაშორისო-ჰუმანი­ტარულ ურთიერთობათა; კულტურისა და პარტნიორული ურთიერთობის; საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციის; საზოგა­დოებასთან ურთიერთობის; სამხედრო-პოლიტიკური; საერთაშო­რი­სო-ეკონომიკურ ურთიერთობათა; საერთაშორისო ორგანი­ზაციების; საერთაშორისო-სამართლებრივი; საკონსულო; დიპლო­მატიური პროტოკოლის; კადრებთან მუშაობის; საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნ­ველყოფის;

– სამმართველოები: დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანა­მეგობრობის; საქართველოს რეგიონების საერთაშორისო ურთი­ერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის;

– საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი;

ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები _ საქარ­თველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები და საკონსულო დაწესებულებები, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზა­ციებთან არსებული საქართველოს წარმომადგენლობები, მისიები;

გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები საქართველოს ტერიტორიაზე;

დ) სამინისტროს დაქვემდებარებული დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები (შემდგომში - დაქვემდებარებული ორგანიზაციები), რომლებიც შექმნილია სამინისტროს საქმიანობის უზრუნველსაყოფად.

მუხლი 9. დეპარტამენტი - გენერალური სამდივნო

1. დეპარტამენტი-გენერალური სამდივნო წარმოადგენს სამინის­ტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს შიდა სამსახურის მართვას და სამინისტროს ქვედანა­ყოფებსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმო­მადგენლობებს შორის საქმიანობის კოორდინაციას.

2. გენერალური სამდივნო პასუხისმგებელია:

ა) სამინისტროში ორგანიზაციულ-ოპერატიული მუშაობის, სამინი­სტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგნლობებში ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფისათვის;

ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და საქართველოს საელჩოებიდან მიღებული დოკუმენტების შესრულე­ბის კონტროლისათვის;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის ანალიზისა და მონიტორინგის განხორციელებისათვის;

დ) სამინისტროს თანამშრომელთა მივლინებებისა და ზოგადი ხასიათის ბრძანებების მომზადებისათვის.

3. გენერალური სამდივნოს ძირითადი ამოცანებია:

ა) მაღალპროფესიული, საკადრო საგარეო-პოლიტიკური სამსახურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს ქვედანაყოფების მუშაობის კოორდინაცია, ორგა­ნიზაციულ-ოპერატიული მუშაობის სრულყოფა, აპარატის შიდა სამ­სახურის მართვა;

გ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, გადა­წყვეტილებებისა და დავალებების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი;

დ) აპარატის ქვედანაყოფების, აგრეთვე საქართველოს სამი­ნისტროებსა და უწყებებთან სამინისტროს მუშაობის კოორდინაცია;

ე) სამინისტროში შემოსული ყველა სახის კორესპონდენციის სწრაფი დამუშავება, მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელ­მძღვანელობისა და უშუალო შემსრულებლებისათვის; ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა და მისი დაცვა;

ვ) საქართველოს მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე სამინისტროს მიერ წარსადგენ საკითხთა დადგენილ ვადებში მომზადების კოორდინაცია;

ზ) აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოებიდან და სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორ­მაციის საფუძველზე, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების ანალიზი, მონიტორინგი და კონტროლი;

თ) საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების მიერ საერ­თაშორისო ხელშეკრულებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტისთვის;

ი) საერთაშორისო-სამართლებრივ დეპარტამენტთან ერთად საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავ­შირებით გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება;

კ) საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელ­მძღვანელთა ყოველწლიური შეკრების მოწყობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ლ) საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობის წესების დაცვის კონ­ტროლი და ამ მიმართებით საქმიანობის სრულყოფა;

მ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმო­მადგენლობებთან კავშირის სისტემის (დიპლომატიური ფოსტა, ელექ­ტრონული ფოსტა, საფაქსო კავშირი) სრულყოფა;

ნ) სამინისტროში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლო­მატიურ წარმომადგენლობებში კონკრეტული დანიშნულების თანა­მედროვე პროგრამების შექმნა და მათი ინსტალაციის უზრუნველყოფა;

ო) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში უცხო ენაზე მომზადებული საზღვარგარეთ გასაგზავნი დოკუმენტების თარგმანის შემოწმება და ვიზირება;

პ) ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სისტემატური სამუშაო შეხვედრების მოწყობა;

ჟ) საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტური მასალების მიღება, აღრიცხვა და შენახვა, სამინისტროს სტრუქტურულ ქვე­დანაყოფებში დოკუმენტების დაცვისა და საქმეთა გაფორმების სისწორის კონტროლი, საქმეთა ნომენკლატურების შედგენაში მონა­წილეობა და დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად, საქმეების ფორმირების სისწორის შემოწმება;

რ) საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებასა და შეს­რულებაზე საერთო ზედამხედველობა.

მუხლი 10. დეპარტამენტი – მინისტრის სამდივნო

1. მინისტრის სამდივნო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის დავალებით უფლებამოსილია სამინისტროს დეპარ­ტამენ­ტებისაგან, სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენ­ლობებისაგან და სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზა­ციებისაგან გამოითხოვოს ყველა საჭირო დოკუმენტი, მასალა და ინფორმაცია.

2. მინისტრის სამდივნო ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ოპერატიულ ინფორმირებას მინისტრის მიერ სიტყვიერი, ან დოკუმენტის სახით მიღებული იმ გადაწყვე­ტილებების თაობაზე, რომელთა ასახვაც არ ხდება მინისტრის ბრძანებებში;

3. მინისტრის სამდივნოს ამოცანებია:

ა) მინისტრის სამუშაო გრაფიკის (ყოველთვიური, ყოველ­კვირეული და ყოველდღიური) შედგენა და შესრულების ორგანი­ზაციული უზრუნველყოფა;

ბ) მინისტრის მისაღების მუშაობის ორგანიზება;

გ) მინისტრის მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;

დ) მინისტრის ფოსტის დამუშავება და აღმასრულებელი სამ­დივნოს დეპარტამენტის საშუალებით დავალებების შემსრუ­ლებლებისათვის მიწოდება;

ე) მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრების მიღების ორგანიზება;

ვ) მინისტრის სიტყვიერი (ზეპირი) დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი; მინისტრისათვის საინფორმაციო-ანალიტიკური მასალის სისტემატიზება და წარდგენა;

ზ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება;

თ) მთავრობისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომე­ბისათვის საჭირო ანოტაციების, საცნობარო და ანალიტიკური მასალის მომზადება;

ი) მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება და ოქმების შედგენა, კომისიების გადაწყვე­ტილებების შესრულების კონტროლი;

კ) მინისტრის მონაწილეობით შექმნილი კომისიებისთვის საჭირო მასალების მომზადება;

ლ) მინისტრის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების ორგა­ნიზაციული მომზადება.

მუხლი 11. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტი

1. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედა­ნაყოფია, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკო­მენდაციებს ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ;

2. ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმო­მადგენლობების მუშაობის კოორდინაცია;

ბ) ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა;

გ) ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა;

დ) ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმომადგენლების საქარ­თველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება;

ე) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება.

მუხლი 12. აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი

1. აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც სისტემატურად აწარმოებს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარების ანალიზს;

2.აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ამ ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

ბ) აღნიშნულ რეგიონში არსებული საქართველოს დიპლომა­ტიური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია;

გ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნ­ველყოფა;

დ) საქართველოში აკრედიტებულ აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დიპლომატიურ წარმო­მადგენლობებთან ინტენსიური თანამშრომლობა და სისტემატური კონსულტაციები.

მუხლი 13. I ევროპული დეპარტამენტი

1. I ევროპული დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს მათ მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ;

2. I ევროპული დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია;

ბ) დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და თურქეთის რესპუბლიკის საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა;

გ) დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკასთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა;

დ) დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება.

ე) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკასთან ურთიერთო­ბათა სფეროს განეკუთვნება.

მუხლი 14. II ევროპული დეპარტამენტი

1. II ევროპული დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ;

2. II ევროპული დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობის კოორდინაცია;

ბ) ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამ­შრომ­ლობა;

გ) ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან საქართველოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა;

დ) ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურებისა და მთავრობათა წარმო­მად­გენლების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავ­შირებით დოკუმენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება;

ე) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინის­ტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, ბალტიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება.

მუხლი 15. რუსეთის დეპარტამენტი

1. რუსეთის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადა­დებებსა და რეკომენდაციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და კორექტირების შესახებ;

2. რუსეთის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობის კოორდინაცია;

ბ) საქართველოში რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან აქტიური თანამშრომლობა;

გ) რუსეთის ფედერაციასთან საქართველოს ორმხრივი ეკო­ნო­მიკური ურთიერთობების უზრუნველყოფა;

დ) რუსეთის ფედერაციის სუბიექტებთან თანამშრომლობა;

ე) რუსეთის ფედერაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფოს მეთაურისა და მთავრობის წარმომადგენლების საქართველოში ოფიციალურ ვიზიტებთან დაკავშირებით დოკუ­მენტების (ანალიზური ცნობები, სასაუბროები, ვიზიტის შედეგები, ანგარიშები) მომზადება.

ვ) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამინის­ტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავა­ლებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობათა სფეროს განეკუთვნება.

მუხლი 16. ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტი

1. ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტი სამინის­ტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას, როგორც ევროკავშირთან, ისე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადა­წყვე­ტილებების მისაღებად;

2.ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტის ამო­ცანებია:

ა) ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება;

ბ) ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რეალიზაციის ხელშეწყობა;

გ) ევროკავშირთან თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში ეფექტიანი და მიზანმიმართული მუშაობის უზრუნველყოფა;

დ) საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონ­მდებლობასთან აუცილებელი ჰარმონიზაციის შესახებ საქარ­თველოს პარლამენტის 1997 წლის 2 სექტემბრის N828-I დადგენილებისა და მაასტრიხის მე-100 ა) პუნქტის მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობა;

ე) სამინისტროს ხელმძღვანელობისა და საქართველოს დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების უზრუნველყოფა ევროკავშირში მიმდინარე პროცესების ანალიზით, სტატისტიკური და სხვა სახის საინფორმაციო მასალებით;

ვ) ევროკავშირთან არსებულ საქართველოს წარმო­მადგენლობასთან, აგრეთვე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მჭიდროდ თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა;

ზ) საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებიდან გამომდინარე და სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევრო­კავ­შირის მიერ საქართველოში განხორციელებული სარე­აბილიტაციო პროექტების, აგრეთვე ტექნიკური, ჰუმანიტარული და სხვა სახის პროგრამების რეალიზაციის ხელშეწყობა, მონიტორინგი და ამ პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციის მიზნით შექმნილ სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციის მიღებისა და ამ მიმართულებით წინადადებების მომზადებისათვის.

მუხლი 17. იუნესკოს საქმეთა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი

1. იუნესკოს საქმეთა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას იუნესკოსა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან ურთიერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;

2. იუნესკოს საქმეთა და საერთაშორისო-ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) იუნესკოსთან მჭიდროდ თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა იუნესკოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით.

ბ) საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სისტემაში შემავალ სხვადასხვა უწყებათა და ორგანიზაციათა ურთიერთობების კოორდინირება, იუნესკოსთან სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განხორციელების მიზნით;

გ) საერთაშორისო-ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქარ­თველოსთან ურთიერთობების ხელშეწყობა.

მუხლი 18. კულტურისა და პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარტამანტი

1. კულტურისა და პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარ­ტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულებაა პარტნიორულ ურთი­ერთობათა სფეროში საქართველოს საგარეო ურთიერთობების კოორდინაცია;

2. კულტურისა და პარტნიორულ ურთიერთობათა დეპარ­ტამენტის ამოცანებია:

ა) კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ერთიანი სტრატეგიის შემუშავება და თანამშრომლობის გა­აქტიურება, როგორც საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებთან, ისე საქართველოს უახლოეს მეზობლებთან;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დღეების მოწყობაში, კონფერენციების, გამოფენების, სემინარების გამართვაში სამინის­ტროს საზღვარგარეთ არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საქართველოს შესაბამისი სამინისტროების მუშაობის კოორდინაცია ქართული კულტურის, მეცნიერების, ინტელექტუალური და სამრეწველო-სამეურნეო პოტენციალის უკეთ წარმოჩენის მიზნით;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე სპეციალისტების სტაჟირებების, შემოქმედებითი ახალგაზრდობის მივლინებების ხელშეწყობა საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნიერო, სასწავლო დაწესებულებებსა და ხელოვნების ცენტრებში;

დ) საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან უცხოეთის სხვადასხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასახულ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანმიმართული მუშაობა და სისტემატური კონსულტაციები;

ე) ღონისძიებების განხორციელება და კოორდინაცია, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციებში;

ვ) კულტურის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვის, ტურიზმის, სპორტისა და პარტნიორული ურთიერთობების სფეროებში ხელშეკრულებების, შეთანხმებების, დეკლარაციების და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება და განსა­ხილველად მომზადება შესაბამის სამინისტროებთან ერთად; აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით წინადადებების, რეკო­მენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

ზ) სამინისტროს საზღვარგარეთ არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებსა და რეგიონებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარების კო­ორდინაცია.

მუხლი 19. საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციის დეპარტამენტი

1. საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამინისტროს ხელ­მძღვანელობას სათანადო დონეზე განახორციელოს საგარეო პოლიტიკა;

2. საგარეო-პოლიტიკური ინფორმაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სისტე­მატური მეთვალყურეობა;

ბ) საქართველოს საელჩოებისათვის ინფორმაციის სისტე­მატური მიწოდება;

გ) საქართველოს საელჩოების პრესატაშატის მუშაობის კოორდინაცია;

დ) სამინისტროს საინფორმაციო ნაკადების, სამინისტროს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გავრცელების კოორდინაცია;

ე) მომხმარებლისათვის ორიენტირებული ფორმით სისტე­მატიზაციისათვის ინფორმაციის დამუშავება;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული კურსისა და პრიორიტეტების შესახებ წინადადებების, რეკომენდაციებისა და საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადება;

ზ) საჭიროებისამებრ და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მოპოვებული ინფორმაციის სხვადასხვა საინ­ფორმაციო საშუალებებით გავრცელება;

თ) საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყ­ნების საელჩოებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმო­მადგენლობებისა და უცხოეთის საინფორმაციო სააგენ­ტოებისათვის საგარეო-პოლიტიკურ სფეროში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელ­მძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

მუხლი 20. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სამინისტროს ხელ­მძღვანელობას საზოგადოებასთან ურთიერთობის სათანადო დონეზე განხორციელებაში;

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირი­თადი ამოცანებია:

ა) მსოფლიში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და მათში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობის თაობაზე სამინისტროს და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის შესახებ პრესისა და სხვა საინფორმაციო საშუალებებისათვის ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება;

ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საინფორმაციო სააგენტოების ინფორ­მირება საგარეო პოლიტიკის სფეროს საქმიანობასა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ;

გ) სამინისტროსთან ჟურნალისტთა აკრედიტაცია;

დ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ჟურნალისტთა შეხვედრების ორგანიზება;

ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სამინიტროს და პრესსამსახურის განცხადებებისა და სხვა ოფიციალური დოკუ­მენტების გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ქართული პრესის მიმოხილვის მომზადება;

ზ) საქმიანი ურთიერთობების დამყარება სხვა სახელი­სუფლებო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან და მათთან ინფორმაციის გაცვლა;

თ) ინტერნეტის ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონული გვერდის „ვებსაითის“ ინფორ­მაციული უზრუნველყოფა და „ვებსაითის“ ადმინისტრაციის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება;

ი) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, არასამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საქარ­თველოში აკრედიტებული უცხოეთის სახელმწიფოების საელ­ჩოებთან თანამშრომლობა და მათთან ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება.

მუხლი 21. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი

1. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის მიმართულებები მოიცავს სამხედრო-პოლიტიკური საკითხების ფართო სპექტრს და ამ სფეროში სამინისტროს საქმიანობისა და თანამშრომლობის კოორდინაციას;

2. სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) ნატოსთან („პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში) და ევროატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოსთან საქართველოს აქტიური მონაწილეობისათვის მიზანმიმართული საქმიანობის განხორციელება.

ბ) განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის საკითხებზე და ამ სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკ­რულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნ­ველსაყოფად წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება;

გ) სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში დსთ-ს წევრ და სხვა ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე მჭიდროდ თანამშრომლობა.

მუხლი 22. საერთაშორისო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტი

1. საერთაშორისო-ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარ­ტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის ძირითადი ფუნქციაა საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან ერთად უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების კოორდინაცია, ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა ერთიანი კურსის განსახორციელებლად.

2. საერთაშორისო - ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარ­ტამენტის ამოცანებია:

ა) მრავალმხრივ და გლობალურ საკითხებზე არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ წინადა­დებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) საზღვარგარეთის სახელმწიფოთა მთავრობებთან, საერთა­შორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების გამართვა დადგენილი წესით;

გ) საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გათვა­ლისწინებით და საექსპერტო დასკვნების საფუძველზე მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოლაპარაკების წარმართვა;

დ) საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებელი კანონ­პროექტების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობაში ცვლი­ლებებისა და დამატებების შესახებ წინადადებების მომზადება და სათანადო ორგანოებში წარდგენა;

ე) უცხოეთის სახელმწიფოებთან, საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან სავაჭრო-ეკონომიკური, ფინანსური და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების გაფართოების მიზნით კონკრეტულ ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;

ვ) საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და სახელ­მწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ევრაზიული სატ­რანსპორტო დერეფნის შექმნისა და განვითარების მიზნით აზია, ამიერკავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შესაბამისი პოლიტიკის გასატარებლად წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) საერთაშორისი ასპარეზზე აღმასრულებელი ხელისუფლების კოორდინირებული მოქმედების გეგმის შესამუშავებლად თავისი კომპეტენციის ფარგლებში წინადადებებისა და რეკონმენდაციების მომზადება, საერთაშორისო-სატრანსპორტო და საინვესტიციო პრო­ექტების განსახორციელებლად ერთიანი საგარეო კურსის გატარების მიზნით;

თ) TRACECA-ს პროექტის, ნავთობსადენისა და გაზსადენის და სხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საინვესტიციო პროექტების ორგვლივ მიმდინარე პროცესების შესწავლა და გაანალიზება; სათა­ნადოდ დასაბუთებული წინადადებების, დასკვნებისა და რეკო­მენდაციების სამინისტროსათვის წარდგენა საქართველოს საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით;

ი) ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვი­თარებისათვის საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე ქვეყნებთან ურთიერთ­კავშირის დამყარებისა და პან-ევროპული სატრანსპორტო დერეფნის (PETRA) გაფართოების ღონისძიებებისათვის ხელშეწყობა;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა საინ­ვესტიციო, სატრანსპორტო და სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში, შეხვედრებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;

ლ) მრავალმხრივი ხელშეკრულებების გაფორმების მიზან­შეწონილობის განხილვა და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად ხელშეკრელებების პროექტების შემუშავება;

მ) დონორ სახელმწიფოებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების მიმართულებების შემუშავება არსებული პოტენ­ციალის უფრო სრულად გამოყენების მიზნით;

ნ) ძირითად ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე, საერ­თაშორისო-ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან ურთი­ერთობათა პრობლემატიკის, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებისა და რეალიზაციის გზების ძიების მიმართულებით ანალიტიკური მასალების მომზადება;

ო) სუამის ეკონომიკური პრობლემატიკის ანალიზი და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

პ) პრიორიტეტულ ეკონომიკურ და ფინანსურ ორგანიზაციებთან საქართველოს საწევრო დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფა ფინანსთა სამინისტროსთან საბოლოო შეთანხმების საფუძველზე;

ჟ) საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთი­ერთობების და სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროებსა და უწყებებთან მჭიდრო ურთიერთობით საერთაშორისო-ეკონომიკურ და ფინანსურ ორგანიზაციებთან საქართველოს თანამშრომლობის კოორდინაცია;

რ) საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით მჭიდრო თანამ­შრომლობის დამყარება იმ სამინისტროებთან და უწყებებთან, რომ­ლებიც უშუალოდ ახორციელებენ ამ საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

ს) საერთაშორისო მრავალმხრივ სავაჭრო სისტემაში (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მსო) ქვეყნის ინტეგრირებაში მონაწილეობა. ამ მხრივ დარგობრივი სამინისტროებისა და უწყებებისათვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციის გაწევა და მათთვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობით საექსპერტო დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ტ) BSEC-თან მიმართებაში სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სხვადასხვა სამინის­ტროებისა და უწყებების საქმიანობის კოორდინირება და სრულყოფა.

მუხლი 23. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი

1. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ წარმართავს მუშაობას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საგარეო-პოლიტიკური ურთი­ერთობების მიმართულებით და ამ მხრივ უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად;

2. საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომად­გენლო­ბებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა; სათანადო ინს­ტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქართველოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ურთიერთობების კოორდინირება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოს მიერ საერთა­შორისო ასპარეზზე უფრო სრულყოფილი და მიზანმიმართული ღონისძიებების განსახორციელებლად სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

გ) საქართველოს ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებიდან, გაეროსა და ეუთოსთან ურთიერთობების საკვანძო მიმარ­თულებებიდან გამომდინარე, აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოწესრიგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა და ამ მიმართულებით სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია.

მუხლი 24. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი

1. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის ძირითადი მიმარ­თულებაა საქართველოს საგარეო-პოლიტიკური საქმიანობის სამარ­თლებრივი უზრუნველყოფა და ევროპის საბჭოსთან სამარ­თლებრივი და ადამიანის უფლებათა პოლიტიკის წარმართვა;

2. საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებისა და სხვა სა­ერ­თაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტი­ზა;

ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებების დადებასთან დაკავ­შირებით საქართველოს სხვადასხვა უწყებების საქმიანობის კოორდინაცია;

გ) საქართველოს სახელით დადებული ყველა საერთაშორისო ხელშეკრულების აღრიცხვა და სისტემატიზაცია;

დ) საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელ­შეკრულებების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე წინადადებების წარდგენა;

ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოლა­პარაკების წარმოება;

ვ) წარმომადგენლობდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკით­ხებში;

ზ) საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხებზე მოწყობილ სემინარებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა;

თ) ევროპის საბჭოდან მიღებული მასალების შესწავლა და ანალიზი;

ი) ევროპის საბჭოს ინფორმირება საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმის მიმდინარეობის შესახებ;

კ) რეკომენდაციების შემუშავება ევროპის საბჭოს მიმართ საქართველოს სამართლებრივი პოლიტიკის წარმართვის საკითხებზე;

ლ) ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის ყოველწლიური თანამშრომლობის პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების ზედამხედველობა;

მ) თანამშრომლობა ევროპის საბჭოს სამართლებრივ და ადამიანის უფლებათა დირექტორატთან, მონაწილეობა ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი და დროებითი ორგანოების მუშაობაში;

ნ) ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა;

ო) ევროპის საბჭოს ეგიდით მიღებული კონვენციების შეს­რულების ზედამხედველობა და რეკომენდაციების შემუშავება ევრო­პის საბჭოს კონვენციების შესრულების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;

პ) ევროპის საბჭოს ეგიდით საქართველოს სამინისტროებისა და სხვა უწყებების კოორდინაცია, როგორც სახელშეკრულებო, ისე პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების მიზნით;

ჟ) საქართველოს სამინისტროებისა და სხვა უწყებების საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა ევროპის საბჭოსთან დაკავშირებით;

რ) ევროპის საბჭოს კონვენციებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა;

ს) საქართველოს პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელის­უფლების ორგანოების ინფორმირება ევროპის საბჭოს კონვენციების მიმართ შიდა სახელმწიფოებრივი პროცედურების გატარების შესახებ;

ტ) ევროპის საბჭოს ექსპერტთა ვიზიტების მომზადება, მოლა­პარაკებებში მონაწილეობის მიღება და შედეგების შეჯამება;

უ) სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად ახორ­ციელებს:

– ევროპის საბჭოს ინფორმირებას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების პროცესების შესახებ;

– ევროპის საბჭოსათვის ინფორმაციის მიწოდებას საქართველოში რეგიონალური პოლიტიკისა და რეგიონების საგარეო ურთიერთობათა შესახებ;

– საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ევროპის საბჭოს რეგიონალური სტრუქტურებისათვის;

– ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვით­მმართველობის კონგრესთან თანამშრომლობას;

– ევროპის საბჭოს კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობას;

– ევროპის საბჭოს კულტურის კომიტეტის ეგიდით მოწყობილ ორმხრივ და მრავალმხრივ ღონისძიებებში მონაწილეობას;

– ევროპის საბჭოს კულტურის კომიტეტის სპორტისა და ახალ­გაზრდობის საქმეთა ქვეკომიტეტების მუშაობაში მონაწილეობას;

– ევროპის საბჭოს განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტებთან თანამშრომლობას;

– კულტურის სფეროში ევროპის საბჭოს კონვენციების შეს­რულების კონტროლსა და საქართველოს სხვადასხვა უწყებებთან თანამშრომლობას.

მუხლი 25. საკონსულო დეპარტამენტი

1. საკონსულო დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორ­ციელებს საქართველოს საგარეო ურთიერთკავშირების საკონსულო უზრუნველყოფას;

2. საკონსულო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს საკონსულო მომსახურების გაუმჯობესების პრაქტიკული გზების ძიება;

ბ) საქართველოს საკონსულო პოლიტიკის სფეროში წინა­დადებების შემუშავება;

გ) საქართველოს, მისი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა საზღვარგარეთ;

დ) საქართველოს საკონსულო ურთიერთობათა გაღრმავება სხვა ქვეყნებთან, მათთან სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის გან­მტკიცება;

ე) საკონსულო საკითხებთან დაკავშირებული კონვენციებისა და საერთაშორისო შეთანხმებების პროექტთა შემუშავება, შეთანხმება და მოლაპარაკებათა წარმოება;

ვ) საკონსულო სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კონცეპტუალური წინადა­დებების შემუშავება;

ზ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან საქართველოს სავიზო ურთიერთობების შესწავლა და ამ ურთიერთობათა განვითარებისა და სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება;

თ) საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული იმ შეთან­ხმებების პირობების შესრულების კონტროლი, რომელთა მონაწილეც საქართველოა;

ი) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების გახსნის შესახებ წინადადებების შემუშავება;

კ) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობისადმი საერთო ხელმძღვა­ნელობის განხორციელება;

ლ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ერთად საქართველოს სახელმწიფოს საზღვარზე არსებულ სასაზღვრო საკონტროლო-გამტარ პუნქტებში საკონსულო-სავიზო სამსახურების გახსნასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ამ სამსახურების საქმიანობის კონტროლი;

მ) საქართველოს საპატიო კონსულთა ინსტიტუტის საკონსულო პრაქტიკაში დანერგვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;

ნ) ადგილსამყოფელ სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმოება;

ო) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების სისტემატური უზრუნველყოფა საქარ­თველოს ნორმატიული აქტებით და მათი განუხრელი დაცვის კონ­ტროლი;

პ) საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ საკონსულო ტარიფების შესახებ არსებული კანონმდებლობის ცვლილებების თაობაზე წინადადებების შემუშავება, საკონსულო ტარიფებით გათვალისწინებული მოსაკრებლის აღებასთან დაკავშირებით ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და მისი კონტროლი;

ჟ) საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პას­პორტების გაცემა;

რ) საზღვარგარეთ დროებით და მუდმივად მცხოვრებ საქარ­თველოს მოქალაქეებისათვის პირადობის, რეგისტრაციის მოწმობებისა და პასპორტების გაცემა;

ს) საზღვარგარეთის სახელმწიფოებში არსებული საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ საქართველოს მოქალაქებისათვის პი­რა­დობის, რეგისტრაციის მოწმობებისა და პასპორტების გაცემისათვის შესაბამისი საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება და მათი გაცემის სისწორისათვის სისტემატური კონტროლის დაწესება;

ტ) საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის, რეგისტრაციის მოწმობისა და პასპორტის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტაციის სათანადო დამუშავება, მისი შესაბამის ორგანოებთან შეთანხმება და საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისათვის დროული მიწოდება;

უ) საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მიერ საქართველოს მოქალაქის სამშობლოში დასაბრუნებელი მოწმობების გაცემასთან დაკავშირებით შესაბამის ორგანოებთან სათანადო სამუშაოების ოპერატიული განხორციელება, მოწმობების გაცემაზე კონტროლის დაწესება;

ფ) საქართველოს საკონსულო სამსახურების მიერ საქართველოს ვიზების გაცემის სისწორისა და სავიზო ბარათების აღრიცხვიანობის მკაცრი კონტროლის დაწესება. მრავალჯერადი ვიზების გაცემასთან დაკავშირებული საკითხების კომპეტენტურ ორგანოებთან შეთანხმება;

ქ) საკონსულო მოსაკრებლებისა და საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების აკრეფა-აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციების მომზადება, აგრეთვე ამ სფეროში ნაცვალგების პრინ­ციპის დასაცავად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ღ) საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელება და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით სამართლებრივი ბაზის სრულყოფა;

ყ) საბუთების გამოთხოვასთან დაკავშირებული საქმიანობის სრულყოფა, ამ სფეროში ერთიანი მექანიზმის ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება“.

2. დებულების III თავს დაემატოს შემდეგი რედაქციის 26-32 მუხლები:

მუხლი 26. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი

1. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს საქართველოში უმაღლესი დონის სახელმწიფო და სამთავრობო დელეგაციების ვიზიტების მომზადებაში;

2. დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, მათი მოადგილეების, ელჩების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათი წარმომადგენლების, აგრეთვე, საზღვარ­გარეთის ქვეყნებში საქართველოს მაღალი დონის დელეგაციების, საგარეო საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილეების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;

ბ) საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური, საერთა­შორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმო­მადგენლობების თანამშრომლების რეგისტრაციისა და აკრედიტაციის წარმოება;

გ) დიპლომატიური, საერთაშორისო მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირების საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, უცხოელი დიპლომატების იმუნიტეტებისა და პრივილეგიების დაცვის კონტროლი;

დ) საქართველოს პრეზიდენტისათვის საზღვარგარეთის სახელ­მწიფოთა ელჩების მიერ რწმუნების სიგელის გადაცემის ცერემონიის გამართვის ორგანიზება;

ე) საქართველოს ელჩის დანიშვნისათვის აგრემანის მოთხოვნა და საქართველოს ელჩისათვის რწმუნების სიგელის დამზადების უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორ­პუსის მონაწილეობის უზრუნველყოფა;

ზ) საჭიროების მიხედვით დიპლომატიური, საერთაშორისო მისი­ებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე წამოჭრილი სხვადასხვა ოპერატიული პრობლემების გადაწყვეტა;

მუხლი 27. კადრებთან მუშაობის დეპარტამენტი

1. კადრებთან მუშაობის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტუ­რული ქვედანაყოფია, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროს ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებას;

2. კადრებთან მუშაობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით წინადადებათა მომ­ზადება, თანამშრომელთა შერჩევა და მათი კანდიდატურების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

ბ) სამინისტროს კადრების შერჩევა, მომზადება და დაწინაურება;

გ) დიპლომატიური რანგების მინიჭების წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა;

დ) დიპლომატიური კადრების როტაციის გეგმის შემუშავება და მისი თანმიმდევრული განხორციელება;

ე) დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა;

ვ) სამინისტროს საკადრო რეზერვის შექმნა;

ზ) სამინისტროს შრომითი დისციპლინის სისტემატური კონტროლი.

მუხლი 28. საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტი

1. საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის მუშაობის ძირი­თადი მიმართულებაა სამინისტროს სისტემის ფინანსური უზრუნ­ველყოფა და საზღვარგარეთ სამინისტროს ქონების მართვის ორგანიზაცია.

2. საფინანსო-სავალუტო და ქონების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირება და მისი შეთანხმება შესაბამის სამინისტროებთან კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) დადგენილებების პროექტებისა და ხარჯთა ნუსხების მომზადება სამინისტროს ახლადგახსნილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებუ­ლებებისათვის და არსებული წესის მიხედვით მათი შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსა და ზემდგომ ორგანოებთან;

გ) სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საფინანსო-საბიუჯეტო დისციპ­ლი­ნისათვის თვალყურის დევნება;

დ) შესაბამისი სამუშაოების განხორციელება საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების გახსნასა და მოწყობასთან დაკავშირებით ხარჯთა ნუსხის შედგენისა და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საკითხების გადასაწყვეტად;

ე) საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშების მიღება სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულე­ბებისაგან და ფინანსთა სამინისტროსათვის ნაერთი დოკუმენტების წარდგენა;

ვ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი დანიშნულებით ხარჯვის კონტროლის გან­ხორციელება;

ზ) ბრძანებების, ინსტრუქციებისა და დებულებების პროექტების მომზადება სამინისტროს საზღვარგარეთ არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის თაობაზე და მათი დასამტკიცებლად წარდგენა;

თ) უფლებამოსილების ფარგლებში მოლაპარაკების წარმოება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, დიპლომატიურ წარმო­მადგენლობებთან, ფირმებსა და სხვა ქვეყნის კომპანიებთან სამი­ნისტროს საზღვარგარეთ არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის შენობებისა და მიწის ნაკვეთების შესყიდვის ან არენდით აღების, აგრეთვე მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ;

ი) საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების წინადადებათა გათვალისწინებით კაპიტალური მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის, უძრავი ქონების შეძენის, საპროექტო-საძიებო სამუშაოების პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების პროექტების შემუშავება;

კ) დაინტერესებულ სამინისტროებსა და თბილისის მერიასთან ერთად უცხოეთის სახელმწიფოებთან ნაცვალგების საფუძველზე მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების გადაცემისა და ახალი ობიექტების მშენებლობის შესახებ სამთავრობათაშორისო შეთანხმებათა პრო­ექტების მომზადება;

ლ) დადგენილ ვადებში იმ შეთანხმებების, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა, რომელთა საკითხებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

მ) კაპიტალური მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის გეგმების შესრულების მიზნით სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისათვის კონტროლისა და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ნ) სამინისტროს ობიექტების დაპროექტების, მშენებლობის, რე­კონ­სტრუქციის, კაპიტალური რემონტისა და ექსპლუატაციისათვის დაფინანსების წყაროებისა და წლიურ ასიგნებათა მოცულობების განსაზღვრის თაობაზე წინადადებების მომზადება, აგრეთვე საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროში სახარჯთაღრიცხვო განაცხადების განხილვასა და შეთანხმებებში მონაწილეობა;

ო) საპროექტო ორგანიზაციებთან ერთად საპროექტო დავა­ლებების დამუშავება, საპროექტო დოკუმენტაციის ხარისხიანი და დროული გამოშვების ზედამხედველობის განხორციელება;

პ) მშენებლობისა და რეკონსტრუქციის საპროექტო დავალებებისა და ესკიზური პროექტების სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის გან­სა­ხილველად მომზადება მათი შემდგომი განხილვისა და დამტკიცების მიზნით;

ჟ) საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების განაცხადით ადგილსამყოფელ ქვეყანაში შენობათა და ნაგებობათა საინჟინრო გამოკვლევების ორგანიზაცია ამ მიზნით გამოყოფილი სახსრების ფარგლებში;

რ) საზღვარგარეთ ასაშენებელი საქართველოს ობიექტების პრო­ექტების ექსპერტიზა, მათი შეთანხმება დაინტერესებულ უწყებებსა და დაწესებულებებთან და შესაბამისი წინადადებების მომზადება სამინის­ტროს ხელმძღვანელობისათვის განსახილველად;

ს) სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დახურვის შემთხვევაში უძრავი ქონების კონსერვაციასთან დაკავ­შირებული სამუშაოების შესრულება;

ტ) წინადადებების მომზადება საზღვარგარეთ სამინისტროს მშე­ნებლობადამთავრებული, რეკონსტრუირებული და კაპიტალურად შეკეთებული ობიექტების მიმღები სახელმწიფო და სამუშაო კომისიების საქმიანობის ორგანიზებისათვის;

უ) სამინისტროს გენერალურ სამდივნოსთან ერთად საზღვარ­გარეთ მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობებისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის, გამოყენებისა და გასხვისების შესახებ წინადადებების მომზადება;

ფ) სამინისტროს ობიექტების კაპიტალური მშენებლობისა და რეკონსტრუქციის წლიური და კვარტალური გეგმების პროექტების შედგენა და მათი დაცვა შესაბამის სამინისტროებსა და უწყებებში;

ქ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროში, აგრეთვე ბანკში, სამინისტროს ობიექტების დაპრო­ექტების, მშენებლობის, რემონტისა და ექსპლუატაციისათვის დაფი­ნანსების გახსნისათვის აუცილებელი სამუშაოების განხორციელება;

ღ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბა­მისად ტექნიკური და ფინანსური კონტროლის განხორციელება საზღვარგარეთ სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწე­სებულებების ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტისადმი.

მუხლი 29. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი

1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომლის უშუალო მოვალეობაა სამინისტროს აპარატის, ტერიტორიული ორგა­ნოებისა და დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველყოფა;

2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ფულადი და მატერიალური სახსრების საბუ­ღალტრო აღრიცხვა და ანგარიშგება;

ბ) ცენტრალური აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნ­ველყოფა;

გ) ადმინისტრაციულ შენობაში სანიტარიული და ხანძარ­საწინააღმდეგო ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;

დ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ტერიტორიული ორგანოების და დაქვემდებარებული ორგანიზაციებისათვის შენობა-ნაგებობების პროექტირების, მშენებლობის, მიმდინარე და კაპიტალური რემონტებისა და რეკონსტრუქციების სამუშაოთა ორგანიზება, მათი ტექნიკური ზედამხედველობა;

ე) სამინისტროს მიერ შექმნილი საქვეუწყებო ორგა­ნიზაციების მუშაობის ორგანიზება. საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე ამ ორგანიზაციების ლიკვიდაციის, შეერთების ან ახალი ორგანიზაციებისა და საწარმოების შექმნის შესახებ საკითხის დაყენება;

ვ) უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო დეპარ­ტამენტთან ერთად სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებთან მოლაპარაკების წარმოება სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების განთავსებისა და მათთვის სამუშაო პირობების შესაქმნელად საჭირო ღონისძიებების განხორციელების შესახებ;

ზ) სამინისტროს აპარატის თანამშრომლების საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტებისა და მივლინებების უზრუნველყოფა;

თ) სამინისტროში საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალურ დელეგაციათა მიღების დღეებში სტუმართა სამეურნეო უზრუნ­ველყოფა, ხარჯთა ნუსხის შედგენა და გაფორმება;

ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ავეჯით, ორგ­ტექნიკით, ინვენტარითა და საკანცელარიო საქონლით უზრუნ­ველყოფა;

კ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წყალსადენ-კანალიზაციის, გათბობისა და სხვა საინჟინრო ქსელისა და სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ლ) სამინისტროსათვის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე, სამინისტროს საქმიანობის ამსახველი ჟურნალების, ბიულეტენებისა და სხვა ნაბეჭდი მასალების გამოცემის უზრუნ­ველყოფა;

მ) საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგა­ნიზაციების, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

ნ) საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მკაცრი აღრიცხვის ბლანკების, სავიზო ტალონების (ეტიკეტების) და პას­პორ­ტების კანონმდებლობის დაცვით დამზადების უზრუნველყოფა; მათი მოქმედების წესების დაცვით აღრიცხვა და შენახვა.

3. დეპარტამენტი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე საანგარიშო წლის ბოლოს წარუდგენს სამინისტროს ხელმ­ძღვანელობას წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების ანგარიშს და შემდგომი ფუნქციონირებისათვის საჭირო სახსრების განაცხადს.

მუხლი 30. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამმართველო

1. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამმართველო სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ხელს უწყობს სამინისტროს ხელმძღვანელობას სათა­ნადო დონეზე განახორციელოს დსთ-ს საწესდებო ორგანოებთან საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობები;

2. დსთ-ს სამმართველოს ამოცანებია:

ა) დსთ-ს აღმასრულებელ სამდივნოსთან და სხვა საწესდებო ორ­­გა­ნოებთან კავშირურთიერთობის განხორციელებისას სისტე­მატურად ადევნოს თვალყური, შეისწავლოს და გააანალიზოს დსთ-ს სა­წესდებო ორგანოებში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს სათანადოდ დასაბუთებული წინადადებები, დასკვნები, ცნობები და საინფორმაციო მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ;

ბ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად მონა­წილეობის მიღება დსთ-ს საწესდებო ორგანოებში განსახილველად მომზადებული მრავალმხრივი შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუ­შავებაში; წინადადებების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება ამ პროექტებთან დაკავშირებით;

გ) დსთ-ს საწესდებო ორგანოებში საქართველოს წარმო­მადგენლების საქმიანობის კოორდინაცია და მათთან აქტიური თანამშრომლობა;

დ) ხელმძღვანელობის მითითებების შესაბამისად, სამი­ნისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც დსთ-ს წევრი ქვეყნების მრავალმხრივ ურთიერთობათა სფეროებს განეკუთვნება;

ე) დსთ-ს ფარგლებში შექმნილ სხვადასხვა სახის ეკონომიკურ ორგანოებში და მრავალმხრივ შეთანხმებებსა თუ კონვენციებში საქართველოს მონაწილეობის მიმართებით ანალიტიკური ცნობების მომზადება. ამ მხრივ, საქართველოს ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) დსთ-ს სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურთა საბჭოს, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსა და სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური კომიტეტის პრეზიდიუმისა და კოლეგიის სხდომების მომზადება.

მუხლი 31. საქართველოს რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის სამმართველო

1. საქართველოს რეგიონების საერთაშორისო ურთი­ერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის სამმართველო სამი­ნისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებს საგარეო ურთიერთობათა კო­ორდინირებული პოლიტიკისა და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში.

2. საქართველოს რეგიონების საერთაშორისო ურთი­ერთობათა კოორდინაციისა და ანალიზის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოს რეგიონების საგარეო ურთიერთობათა პრაქტიკის ეფექტიანობის ამაღლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;

ბ) საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადებისათვის რეკომენდაციების შემუშავება;

გ) საქართველოს რეგიონების პერიოდული ინფორმირება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების, საერთა­შორისო მდგომარეობისა და საგარეო-ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ;

დ) რეგიონების საერთაშორისო ურთიერთობათა გამოცდი­ლების სისტემატიზაცია, ანალიზი და განზოგადება;

ე) სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად საქართველოს რეგიონების უცხოელ პარტნიორებთან ურთი­ერთობის ეფექტიანობის შესახებ ანალიტიკური მასალების მომ­ზადება და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო კანცელარიის სათანადო სამსახურებისათვის წარდგენა;

ვ) უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივი საწარმოების შექ­მნის პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს რეგიონების ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილობრივი რესურსების ბაზაზე სამრეწველო და სხვა სახის საექსპორტო პროდუქციის წარმო­ებისათვის ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებულ ქართულ-უცხოურ საზოგადოებებთან ურთი­ერთობა.

მუხლი 32. საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი

1. სამინისტროს სტრუქტურაში ფუნქციონირებს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრი, რომელიც სახელ­შეკრულებო საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო-საკონსულტაციო ორგანოა;

2. ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული კომისია მინისტრის მოადგილის თავმჯდომარეობით;

3. საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად ანალი­ტიკური მასალებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სემი­ნარების მოწყობა;

გ) უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ანალოგიურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება, სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული მივლინებების ორგანიზება;

დ) საერთაშორისო თემატიკასთან დაკავშირებული საინ­ფორმაციო ბანკის შექმნა; თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წინადადებების შემუშავება სამეცნიერო პროდუქციის შექმნის მიმართულებებსა და კონცეფციებზე;

ე) სამინისტროს სახელით მეცნიერ-სპეციალისტებთან ხელ­შეკრულებების გაფორმება;

ვ) სამინისტროს სახელით დაკვეთების მიღება სხვადასხვა სახის სამეცნიერო მასალების მოსამზადებლად.

4. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს ბიუჯეტის სპეციალური მუხლით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში“.

3. IV თავის 26-ე და 27-ე მუხლები დაინომროს შესაბამისად 33-ე და 34-ე მუხლებად.

 

                                                                                                                                        ე. შევარდნაძე


კრებსითი — სრული ვერსია