სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.925
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №516
2005 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური ვიმპელის ფორმის დამტკიცების შესახებ
,,გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური ვიმპელის თანდართული ფორმა (დანართი №1).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
1. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №52-სსმIII,№150,16.11.2010წ.,მუხ.2133
დანართი №1
გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური ვიმპელის ფორმა
გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორის სპეციალური ვიმპელი წარმოადგენს სამკუთხედის ფორმის თეთრი ფერის ქსოვილს (ზომა: 40სმX60სმ), რომლის ცენტრშიც ამოტვიფრულია ლურჯი ფერის ასონიშნები ,,გ დ ი” (სიტყვების ,,გარემოს დაცვის ინსპექცია” აბრევიატურა).