“იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში კონკურსის ფორმის დადგენის შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
1791
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-10-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-21
სარეგისტრაციო კოდი
100.020.010.22.027.007.751
“იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში კონკურსის ფორმის დადგენის შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.22.027.007.751

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1791

2005 წლის 4 ოქტომბერი

ქ. თბილისი

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში კონკურსის ფორმის დადგენის შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველის კანონის მე-19 მუხლისა და “იუსტიციის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის შესახებ, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების  დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 20 იანვრის №126 ბრძანების მე-12 და მე-14 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 საპყრობილეში კონკურსი ჩატარდეს ორ ეტაპად. პირველი ეტაპი ჩატარდეს საბუთების შერჩევით განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიხედვით, ხოლო მეორე ეტაპი _ გასაუბრების ფორმით.

2. კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრებაზე) გამსვლელ კონკურსანტთა რაოდენობა განისაზღვროს დაწესებულებაში არსებული ვაკანტური თანამდებობების სამმაგი ოდენობით.

3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.        

კ. კემულარია

შეტანილი ცვლილებები:

1.  ძალადაკარგულია - საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 21 თებერვლის ბრძანება №29 - ვებგვერდი, 22.02.2011 წ.

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია