( ძალადაკარგულია - 23.03.2021, № 01-22/ ნ )
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №39
2005 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა სოციალური საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 29 მაისის №43 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ� ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა სოციალური საკითხების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. ასტემიროვა
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა სოციალური საკითხების დეპარტამენტის დებულება
��� მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა სოციალური საკითხების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში � დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში � სამინისტრო) დევნილთა სოციალური საკითხების დეპარტამენტის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, ამოცანებსა და ფუნქციებს. დებულება აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. სამინისტროს დევნილთა სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში � დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ�, ,,საჯარო სამსახურის შესახებ�, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა � დევნილთა შესახებ� საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისა (შემდგომში � მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
��� მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანები
დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დევნილი მოსახლეობის მიღება, გადაუდებელი დახმარების გაწევისა და დროებითი განსახლების ორგანიზება;
ბ) დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, სოციალური დაცვის ხელშემწყობი პირობების შექმნა და შესაბამისი პროგრამებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) დევნილთა დაბრუნების ორგანიზებისა და რეაბილიტაცია-ადაპტაციის პროცესის ხელშეწყობა;
დ) დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სახელმწიფო და სხვა პროგრამებისა და მიმდინარე სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი და ანალიზი თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
��� მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა
1. დეპარტამენტი თავისი ამოცანების შესრულებისას უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს დეპარტამენტის საქმიანობის გეგმები და მათი შესრულებისათვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) შეიმუშაოს წინადადებები სამინისტროს საშტატო რაოდენობისა და საშტატო განაკვეთების განსაზღვრასთან დაკავშირებით;
გ) განსაზღვროს და დაგეგმოს სამინისტროს ფუნქციონირებისთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს ნორმატიული აქტების პროექტები;
ე) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, საჩივრები და წერილები კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) მიიღოს მონაწილეობა კონფერენციებსა და სემინარებში.
2. დეპარტამენტი პასუხისმგებელია მისი ამოცანებისა და მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე.
��� მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე;
ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს მინისტრს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს;
ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებითა და მინისტრის მიერ განსაზღვრულ სხვა დავალებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს განსახლებისა და სოციალური საკითხების სამმართველოს უფროსი.
��� მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტი იყოფა სამმართველოებად, რომლებსაც ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები.
2. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის სამმართველოებია:
ა) განსახლებისა და სოციალურ საკითხთა სამმართველო;
ბ) რეაბილიტაციის სამმართველო.
��� მუხლი 6. განსახლებისა და სოციალურ საკითხთა სამმართველო
განსახლებისა და სოციალურ საკითხთა სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) დევნილი მოსახლეობის მიღება, თავშესაფრის გარეშე დარჩენილ დევნილთა აღრიცხვიანობის მოწესრიგება და დროებითი განსახლების ორგანიზება;
ბ) დევნილთა დასაქმების, ადაპტაციის, სოციალური დაცვის ხელშემწყობი პირობების შექმნა და შესაბამისი პროგრამებისა და ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტებში გამოყოფილი ფართების ათვისების მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) განსაკუთრებით უმწეო მდგომარეობაში მყოფ დევნილთათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების საკითხების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ე) შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან თანამშრომლობა მატერიალურად უმწეო კატეგორიის დევნილთათვის სადაზღვევო პოლისების გაცემის ორგანიზების მიზნით;
ვ) დევნილთა მიერ საცხოვრებლად ობიექტების თვითნებურად დაკავების ფაქტების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება.
��� მუხლი 7. რეაბილიტაციის სამმართველო
რეაბილიტაციის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში დევნილთა რეაბილიტაცია-ადაპტაციის სფეროში სახელმწიფო და სხვა პროგრამების შესრულების კონტროლი და ანალიზი;
ბ) დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა-ინვენტარიზაცია;
გ) დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ადგილებში სარეაბილიტაციო ობიექტების შერჩევა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სარეაბილიტაციო ობიექტებში საბიუჯეტო სახსრებით მიმდინარე სამუშაოთა შესრულების ხარისხის კონტროლი და ანალიზი;
ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დევნილთა ორგანიზებულად ჩასახლების სარეაბილიტაციო ობიექტთა შერჩევის კუთხით; სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის ერთობლივი მონიტორინგის ორგანიზება;
ვ) დევნილთა დაბრუნების ორგანიზების ხელშეწყობა; დაბრუნების რეგიონებში რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება და მიმდინარეობის კონტროლი.
��� მუხლი 8 დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები
1. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.