შ.პ.ს. აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციისათვის" ელექტროენერგიის წარმოების მოკლევადიანი ტარიფის დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
დოკუმენტის ნომერი
17
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი
2004-11-19
გამოქვეყნების თარიღი
2005-10-12
სარეგისტრაციო კოდი
300.320.000.16.009.006.863
შ.პ.ს. აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციისათვის" ელექტროენერგიის წარმოების მოკლევადიანი ტარიფის დამტკიცების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.006.863

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ)

დადგენილება №17

2004 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციისთვის” ელექტროენერგიის წარმოების მოკლევადიანი ტარიფის დამტკიცების შესახებ

ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მუშაობის დროებითი რეჟიმის ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ნოემბრის №170 განკარგულების გათვალისწინებით, შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციის” 2004 წლის 3 ნოემბრის NEPC/2004/GE-68 განაცხადის და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის, აგრეთვე, 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1

შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაციას” (ხადორის ჰიდროელექტროსადგური) 2004 წლის 20 ნოემბრიდან დაუდგინდეს ელექტროენერგიის წარმოების მოკლევადიანი ტარიფი – 6,51 თეთრი/კვტსთ დღგ-ს გარეშე.

    მუხლი 2.

ეს დადგენილება ამოქმედდეს მისი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2005 წლის 31 დეკემბრამდე.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 ოქტომბრის  დადგენილება №22 – სსმ III, №122, 24.10.2005წ., მუხ.1370

გ. თავაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2005 წლის 12 ოქტომბრის  დადგენილება №22 – სსმ III, №122, 24.10.2005წ., მუხ.1370

კრებსითი — სრული ვერსია