ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
0
მიმღები ორგანო
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი
მიღების თარიღი
1981-01-20
გამოქვეყნების თარიღი
1981-01-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ

 

ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა

საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234-ე მუხლში ცვლილებათა შეტანის შესახებ

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი ადგენს :

შეტანილ იქნეს ცვლილებები საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 234- ე მუხლში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„ მუხლი 234. სისტემატური მაწანწალობა ან მათხოვრობა

სისტემატური მაწანწალობა ან მათხოვრობა , აგრეთვე ხანგრძლივი   დროის განმავლობაში სხვაგვარი პარაზიტული ცხოვრება , –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოებით ვადით ერთ წლამდე.

იგივე ქმედობა, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელიც წინათ გასამართლებული იყო ამ მუხლის პირველი ნაწილით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე    პ. გილაშვილი

საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი    თ. ლაშქარაშვილი.

თბილისი, 1981 წლის 20 იანვარი.

 

კრებსითი — სრული ვერსია