,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
21/2004
მიმღები ორგანო
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი
2004-02-12
გამოქვეყნების თარიღი
2004-02-19
სარეგისტრაციო კოდი
010.190.020.13.007.006.359
,,საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ”

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №21/2004

2004 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ახალი ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართ­ველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1.  საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის პროპორციული სისტემით 2004 წლის 28 მარტს ჩასატარებელი ხელახალი არჩევნებისათვის განისაზღვროს ზლგიერთი საარჩევენო ღონისიების ახალი ვადები:

არა უგვიანეს 2004 წლის:

ა) 21 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარისათვის რგისტრირებლი პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ განცხადებისა და საარჩევენო ბლოკის წესდების წარდგენა;

ბ) 22 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომრისათვის ცესკოს სათანადო სამსახურის მიერ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების სურვილის მქტონე რეგისტრირებული პარტიების მიერ წარმოდგენილი საბუთების თაობაზე დასკვნის წარდგენა;

გ) 23 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ბლოკისა და მისი წარმომადგენლის რეგისტრიაციაში გატარება, ხოლო საბუთების კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ბლოკის წარმომადგენლისათის შეუსაბამობის თაობაზე წერილობითი ცნობება;

დ) 24 თებერვლისა დაბლოკების მსურველი რეგისტრირებული პარტიების მიერ შესწორებული საბუთების დაბრუნება ცესკოს თავმჯდომარისათვის;

ე) 25 თებერვლისა ცესკოს თავმჯდომარის მიერ საარჩევნო ბლოკისა და მისი წარმომადგენლის რგისტრაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 19 თებერვლის დადგენილება №25/2004 - სსმ.19, 20.02.2004წ.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა ) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე             ზ. ჭიაბერაშვილი

კომისიის მდივანი                დ. ქიტოშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია