საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 392
2003 წლის 8 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის № 343 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის № 567 ბრძანებულების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ი” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემ ბრის № 343 ბრძანებაში „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. 04.10.2000 წ., № 90, მუხ. 779) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე”.
2. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერა ლური ინსპექციის დებულება”.
3. დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილეები“.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი