საქართველოს რესპუბლიკის კანონი
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“
საქართველოს რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1993 წლის 23 დეკემბრის კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ. № 12-13, მუხ. 234) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-8 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:
„საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისაგან 6 თვის განმავლობაში განზრახ თავის არიდებისათვის დროებით, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებამდე უფლება აქვთ შეაჩერონ იურიდიული და ფიზიკური პირების სამეურნეო საქმიანობა“.
2. მე-8 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ და „გ“ პუნქტებში ციფრი „0.3“ შეიცვალოს ციფრით „2“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მეთაური ედუარდ შევარდნაძე
საქართველოს პარლამენტის სპიკერი ვახტანგ გოგუაძე
თბილისი, 1994 წლის 11 ნოემბერი.