სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.005.398
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №208
2002 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 30 ოქტომბრის №444 ბრძანებაში “ახალი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სარეგისტრაციო სერტიფიკატის შემოღების თაობაზე” ცვლილებების შეტანის შესახებ
2002 წლის 10 მაისის №1399-IIს (სსმ №10, 13.05.2002.) საქართველოს კანონიდან “საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” გამომდინარე, ვბრძანებ:
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 30 ოქტომბრის №444 ბრძანებაში “ახალი ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და სარეგისტრაციო სერტიფიკატის შემოღების თაობაზე” შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. სიტყვები “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო” შეიცვალოს სიტყვებით – “საქართველოს ფინანსთა სამინისტრო”;
2. სიტყვები “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი” შეიცვალოს სიტყვებით – “საქართველოს ფინანსთა მინისტრი”
3. ბრძანების მე-5 პუნქტში სიტყვები “უზრუნველყოფის სამმართველომ უზრუნველყოს” შეიცვალოს სიტყვებით – “უზრუნველყოფისა და საფინანსო სამსახურებმა უზრუნველყონ”;
4. ბრძანების მე-8 პუნქტში სიტყვები “მ. ჩიკვილაძე” შეიცვალოს სიტყვებით – “ი. ზაუტაშვილი”;
5. ბრძანების მე-9 პუნქტში სიტყვები “ნ. ულუმბერაშვილი” შეიცვალოს სიტყვებით – “ლ. ჩრდილელი”.
მ. გოგიაშვილი