სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის რეგლამენტაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
141/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2002-05-03
გამოქვეყნების თარიღი
2020-03-25
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.11.119.005.278
სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის რეგლამენტაციის შესახებ

(ძალადაკარგულია - 25.03.2020, №01-33/ნ)

[ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და №6 დანართი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან]

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება № 141/ნ

2002 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველყოფის რეგლამენტაციის შესახებ

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „კ “ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და 23-ე მუხლის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ფუნქციონირების რეგლამენტი“ (დანართი № 1);

ბ) „ინსტრუქცია სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის შესახებ“ (დანართი № 2);

გ) „ინსტრუქცია ფარმაცევტულ დაწესებულებებში სამკურნალო საშუალებების სინჯის აღების შესახებ“ (დანართი  № 3);

დ) „ხარისხის სერტიფიკატის“ ფორმა (დანართი № 4);

ე) „სინჯის ამოღების აქტის“ ფორმა (დანართი № 5);

ვ) „სამკურნალო საშუალებების წარმოების რეგლამენტის შემუშავებისა და დამტკიცების წესი“ (დანართი № 6); [ ( ძალადაკარგულია 2022 წლის 1 იანვრიდან - 25.03.2020, № 01-33/ ნ ) ]

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის ბრძანება №01-33/ნ - ვებგვერდი, 25.03.2020 წ.

2. ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოებების ლაბორატორიებს სათანადო ტექნიკური კომპეტენტურობისას მიეცეთ უფლება საკუთარ პროდუქციაზე ხარისხის სერტიფიკატის გაცემისა .

3. წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიების ლიცენზირება განხორციელდეს „წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის ფუნქციონირების რეგლამენტის“ შესაბამისად.

4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ი. კალანდაძეს.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნების დღიდან.

ა. გამყრელიძე

კრებსითი — სრული ვერსია