სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.15.012.004.633
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
დადგენილება №1
2001 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებულ „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და 31-ე მუხლების შესაბამისად კომისიამ დაადგინა:
1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2000 წლის 4 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებულ „რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5) საანგარიშო პერიოდი – კალენდარული თვე“.
ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ლიცენზიის მფლობელები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების ყოველწლიური საფასური არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვ. აბაშიძე