„საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი
1999-04-08
გამოქვეყნების თარიღი
1999-04-27
სარეგისტრაციო კოდი
180.012.003.530
„საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  180.012.003.530

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №23

1999 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ტვირთის მოზიდვის მიზნით, საქართველოს კანონის "სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ" მე-6 მუხლის შესაბამისად საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკაში" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. გაუქმდეს მუხლი 4.2.3.-ის ა) ქვეპუნქტის პირველი აბზაცი და ჩამოყალიბდეს იგი ახალი რედაქციით: "ნედლი ნავთობის (პოზიცია 201) გადაზიდვის ღირებულება სადგურ გარდაბნიდან სადგურ ბათუმამდე განისაზღვროს ერთ ტონაზე 5,00 აშშ დოლარის ოდენობით.

2. გაუქმდეს მუხლი 1.4.-ის მე-4 და მე-5 აბზაცი.

3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ადეიშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია