საქართველოს მთავრობის
დადგენილება №205
2009 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვროს სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სია, დანართის შესაბამისად, მათ მიერ რეგისტრირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების აღიარების მიზნით.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 25 ივნისის დადგენილება №304 – ვებგვერდი, 26.06.2015წ.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი
სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სია
1. სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო – ევროპის წამლების სააგენტო (EMEA – European Medicines Agency).
2. შემდეგი ქვეყნების ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოები:
ა) ავსტრალიის თანამეგობრობა;
ბ) ავსტრიის რესპუბლიკა;
გ) ამერიკის შეერთებული შტატები;
დ) ახალი ზელანდია;
ე) ბელგიის სამეფო;
ვ) ბულგარეთის რესპუბლიკა;
ზ) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;
თ) დანიის სამეფო;
ი) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;
კ) ესპანეთის სამეფო;
ლ) ესტონეთის რესპუბლიკა;
მ) იაპონია;
ნ) ირლანდია;
ო) ისლანდიის რესპუბლიკა;
ო1) ისრაელის სახელმწიფო;
პ) იტალიის რესპუბლიკა;
ჟ) კანადა;
რ) კვიპროსის რესპუბლიკა;
ს) კორეის რესპუბლიკა;
ტ) ლატვიის რესპუბლიკა;
უ) ლიტვის რესპუბლიკა;
ფ) ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო;
ქ) მალტის რესპუბლიკა;
ღ) ნიდერლანდების სამეფო;
ყ) ნორვეგიის სამეფო;
შ) პოლონეთის რესპუბლიკა;
ჩ) პორტუგალიის რესპუბლიკა;
ც) რუმინეთი;
ძ) საბერძნეთის რესპუბლიკა;
წ) საფრანგეთის რესპუბლიკა;
ჭ) სლოვაკეთის რესპუბლიკა;
ხ) სლოვენიის რესპუბლიკა;
ჯ) უნგრეთის რესპუბლიკა;
ჰ) ფინეთის რესპუბლიკა;
ჰ1 ) შვედეთის სამეფო;
ჰ2 ) შვეიცარიის კონფედერაცია;
ჰ3 ) ჩეხეთის რესპუბლიკა;
ჰ4) ხორვატიის რესპუბლიკა.