,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
58
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2010-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №58

2010 წლის 23 თებერვალი

ქ. თბილისი

პროგრამა ,,ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განკარგვის შესახებ

მუხლი 1. უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო და­წესებულებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სას­წავ­­ლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფი­ნან­ს­ე­ბ­ი­სა და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების განხორ­ცი­ე­ლების ხელშეწყობის მიზნით, ასევე საქართველოს უმაღლეს სა­­გან­მა­ნათ­ლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ უმაღლეს სა­განმა­ნათლებლო პროგრამებზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბა­მი­სად ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაფი­ნან­სე­ბ­ის მიზ­ნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განვი­თა­რებისა და რეფორმების ფონდის ლიკვიდაციის შესახებ“ სა­ქარ­თველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 დეკემბრის №970 ბრძა­ნე­ბულების მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს განათ­ლე­ბ­ი­სა და მეცნიერების სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით – პროგრამა „ცოდნის კარის“ ფარგლებში არსებული ასიგნებები მი­მართოს უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესე­ბუ­ლ­ებების მაგისტრატურაში 2010-2011 და 2011-2012 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტების გრანტით დაფინანსების, სხვა სა­განმანათლებლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყო­ბი­სა და სასწავლო-სამაგისტრო და სხვა სასწავლო პროგრამების გან­ხორციელებასთან დაკავშირებული, საჯარო სამართლის იუ­რ­ი­დიული პირის – განვითარებისა და რეფორმების ფონდის მი­ერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნებისა და ას­ევე სა­ქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულ­ე­ბ­ების აკ­რედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხული უცხო ქვეყ­ნის მო­ქალაქეების დაფინანსებისათვის.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №137 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                    ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის დადგენილება №12 – ვებგვერდი, 20.01.2011წ.

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 მარტის დადგენილება №137 – ვებგვერდი, 24.03.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია