საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №402
2004 წლის 25 სექტემბერი
ქ. თბილისი
„უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №241 ბრძანებულების ძალადაკარგულად ცნობისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლების საფუძველზე:
1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრი.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) ორ თვეში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის ლიკვიდაცია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „უცხოეთში საქართველოს ტურისტულ წარმომადგენლობათა ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 18 ივნისის №241 ბრძანებულება.
4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა კახა ბენდუქიძემ.
მ. სააკაშვილი