საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №376
2004 წლის 9 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ფარმაკოპეის კომიტეტისა და ფარმაკოლოგიის კომიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით საქმიანობის შეწყვეტისა და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების შესაბამისად:
1. შეუწყდეთ უფლებამოსილება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ფარმაკოპეის კომიტეტსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ფარმაკოლოგიის კომიტეტს.
2. „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №136 ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოპეის კომიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოლოგიის კომიტეტის სალიკვიდაციო ღონისძიებათა ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის შექმნას კომისია, რომელიც თავის საქმიანობას განახორციელებს დაკისრებული ამოცანების შესრულებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2004 წლის 29 ოქტომბრისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ოქტომბრის №459 ბრძანებულება - სსმ III, №119 22.10.2004 წ., მუხ.1028
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოპეის კომიტეტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ფარმაკოლოგიის კომიტეტის სალიკვიდაციო ბალანსისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების დამტკიცება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ ბრძანებულების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 29 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ოქტომბრის №459 ბრძანებულება - სსმ III, №119 22.10.2004 წ., მუხ.1028
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 21 ოქტომბრის №459 ბრძანებულება - სსმ III, №119 22.10.2004 წ., მუხ.1028
2. ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ნოემბრის ბრძანებულება№875 - სსმ III, №141, 01.11.2010 წ., მუხ.2021