,,საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ``

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
161
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2004-07-09
სარეგისტრაციო კოდი
300.390.000.05.002.002
,,საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ``

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.002

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №161

2004 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მა­ვა­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მილ­სა­დე­ნე­ბის ინფრასტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის მიზ­ნით, აგ­რეთ­ვე მი­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშვნელო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე:

1. სტრატეგიული დანიშნულების მოლსადენების უსაფრთხოების კოორდინაციის მიზნით, შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ჟვანია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე)

ივანე მერაბიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე)

ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი

გელა ბეჟუაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

ვახტანგ გოლიაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში

ნიკოლოზ ვაშაკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

თამარ ლებანიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ზურაბ მელიქიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი

იოსებ მაზმიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში

ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

მიხეილ ქარელი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში

ოთარ ქველიძე – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

ბათუ ქუთელია – საქართველოს სახელმწიფო უშიშრობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარე

ლერი ჭითანავა – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №260  ბრძანებულება - სსმ III, №70, 12.07.2004  წ., მუხ.623

2. კო­მი­სი­ას­თან მი­სი მუ­შა­ო­ბის უწ­ყვე­ტო­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლის (ნ. ვაშა­კი­ძე) ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით შე­იქ­მნას სამუ­შაო ჯგუ­ფი უწ­ყე­ბებ­ში სა­კით­ხზე მო­მუ­შა­ვე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბით.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (გ. ბარამიძე), საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ი. მერაბიშვილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა (ო. ქველიძე) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპით განახორციელონ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული დანიშნულების მილსადენების ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, ურთიერთგაცვლა და შესაბამისი ოპერატიული მომსახურება.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №260  ბრძანებულება - სსმ III, №70, 12.07.2004  წ., მუხ.623

4. ძა­ლა­და­კარ­გუ­ლად ჩა­ით­ვა­ლოს ,,სა­ქარ­თვე­ლოს მილ­სა­დე­ნის კომ­პა­ნი­ი­სა და მი­სი ინფრასტრუქტუ­რის ობი­ექ­ტე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს პრეზიდენ­ტის 1998 წლის 23 დე­კემ­ბრის №709 ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი, მე-2, მე-6–12 პუნ­ქტე­ბი და ,,ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს მილ­სა­დე­ნის კომ­პა­ნი­ი­სა და მი­სი ინფრასტრუქტურის ობი­ექ­ტე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის უზრუნველყო­ფის მუდ­მივ­მოქ­მე­დი საუწყებათაშორი­სო კო­მი­სი­ის დე­ბუ­ლე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ“ 1999 წლის 16 თე­ბერ­ვლის №59 ბრძანე­ბულე­ბა.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №260  ბრძანებულება - სსმ III, №70, 12.07.2004  წ., მუხ.623

 

კრებსითი — სრული ვერსია