საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №653
2003 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა შორის ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის შესახებ“ ქ.იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ.იალტაში 2003 წლის 4 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი „სუუამის მონაწილე სახელმწიფოთა შორის ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების ხელშეწყობის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (თ. ჯაფარიძე):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს სუუამის მონაწილე სახემწიფოებს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების შესახებ.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი