საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №402
2003 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №26 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №4 92 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში - თეატრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №26 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 24 ივნისის ბრძანებულება №4 92 - ვებგვერდი, 27.06.2013წ.
2. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №26 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) თეატრის დებულების დამტკიცება;
ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №26 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ხარჯთა ნუსხის მიხედვით ყოველწლიურად განსაზღვროს თეატრისათვის საჭირო ასიგნებანი (მათ შორის, სადადგმო, საგასტროლო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის საჭირო ხარჯები) და იგი ბიუჯეტში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში გამოიყოს ცალკე სტრიქონად.
ე . შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 11 იანვრის ბრძანებულება №26 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
2. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 2 4 ივნისის ბრძანებულება № 4 92 - ვებგვერდი, 27 .0 6 .2013წ.