საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №281
2003 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №442 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (შემდეგში - თეატრი).
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №442 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
2. ( ამოღებულია – 14.06.2013, №442) .
3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ:
ა) უზრუნველყოს თეატრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს თეატრის სახელმწიფო კონტროლი.
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №442 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
4. ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის უძრავი და მოძრავი ქონება გადაეცეს მას კანონმდებლობით დადგენილი წესით და შესაბამისმა უწყებამ გააფორმოს თეატრთან სათანადო ხელშეკრულება.
5. ცნობად იქნეს მიღებული ახალციხის რაიონის გამგეობის წინადადება და თეატრის დაფინანსება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებამდე განხორციელდეს ახალციხის რაიონის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 ივნისის ბრძანებულება № 486 - სსმ III, № 75 , 22.06. 200 წ ., მუხ. 794
ე. შევარდნაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 18 ივნისის ბრძანებულება № 486 - სსმIII, № 75 , 22.06. 200 5წ ., მუხ. 794
2 . საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №44 2 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.
ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დებულება
ძალადაკარგულია – საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №442 – ვებგვერდი, 14.06.2013წ.